მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მაღალმთიან აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ყველა ძირითად მიმართულებაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

მათი თქმით, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.

პრესსამსახურის ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, ქედის მუნიციპალიტეტში დაზიანებული წონიარისის ხიდის შესწავლა საპროექტო სამსახურის მიერ უკვე განხორციელდა. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს.