მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მარნეულში აზერბაიჯანის მხარდაჭერის აქცია ჩატარდა

მარნეულში ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა, აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გამართს.

მიტინგის მონაწილეები სკანდირებდნენ - „ყარაბაღი-აზერბაიჯანია, გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას.“

მარნეულელების გარდა, აქციაში თბილისიდან, რუსთავიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული აზერბაიჯანელებმა მონაწილეობდნენ. მათ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები ეჭირათ.

მარნეულში აზერბაიჯანის მხარდაჭერის აქცია უკვე მეოთხედ ტარდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრაზე გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან გრძელდება.