მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

ახლადშექმნილი მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ფერმა ყოველდღიურად 4 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

ფერმაში 20 ადგილობრივია დასაქმებული. მოგახსენებთ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები აგრობიზნესის შექმნისა და განვითარებისკენ მიმართონ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ჯამში 308 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 7 ათასზე მეტი სესხია გაცემული, სააგენტოს გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 47 მლნ ლარზე მეტი.