მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში მოხალისეებს წითელი ჯვრის საზოგადოება ატრენინგებს

მოხალისეების ტრენინგი

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სლოგანით #StopCov- „გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება", მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო.

პირველი ნაკადის მოხალისეთა ჯგუფები, მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში,  მარნეულის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.

ტრენინგის ფარგლებში, მოხალისეებს მიეწოდათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები.

ტრენინგები მოხალისეთა მსურველებისთვის მომავალ დღეებშიც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ    მოახდინა მოხალისეთა მობილიზება. მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებს.

აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ.