მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარნეულში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

9 მაისი

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფულადი ჯილდო გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანებს სასაჩუქრე კალათები პირადად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და მერის მოადგილემ კენან ომაროვმა გადასცეს.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს, განსაკუთრებით კი მარნეულში მცხოვრებ სახელოვან გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. ქედს ვიხრით თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას“- აღნიშნულია მარნეული მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.