მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ლოკალიზებისთვის.
„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების საკითხის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს თუ როგორ შეიძლება შეწყდეს ქვეყანაში COVID 19-ის მასშტაბური გავრცელება.