მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარე რიონში 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

რიონში მამაკაცის გვამი იპოვეს

დღეს, 12 ივლისს, 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს 16:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, მამაკაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.