შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უწყვეტი მუშაობის შედეგად, დღის განმავლობაში, მოხერხდა ხანძრის 5 კერის ლიკვიდირება.
საგანგებოს ინფორმაციით, ხანძრები ლიკვიდირებულია: იმერეთში - საჩხერეში, სოფელ ვაკისაში; შიდა ქართლში - რკონის ხეობაში; სამეგრელოში - მარტვილში, სოფელ ბალდაში და წალენჯიხაში, სოფელ სქურში.
ერთი კერაა დარჩენილი სოფელ დობერაზენში, სადაც ხანძარი ლოკალიზებულია.
დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
ყველა ლიკვიდირებულ კერაზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საპატიმროებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა.
გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი კიდევ 38 პატიმარს დაუდასტურდა. ამის შესახებ გოჩა ლორთქიფანიძემ საკორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის ასაკის ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მიზნით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თვითმიზანი არ არის და გარდა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა, მას სხვა ბენეფიტები არ აქვს.
ბაქოს შემოგარენში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის რა თქმა უნდა განათლების და პირველ რიგში დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს საბანკო ასოციაცია ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით რჩევებს უზიარებს.