მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა, ვერტმფრენი გამოიყენონ

ვერტმფრენი ხანძრის ჩასაქრობად

მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება, რადგან ხანძარი, კლდის თავზე, ტყეში გაჩნდა.

ნინო ვიბლიანის თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„დილიდან შენიშნეს დაკვამლიანება. მოსახლეობა ამბობს, რომ ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფის გამო ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, იქიდან გამომდინარე, რომ ტყე სოფლიდან მოშორებითაა“,- აღნიშნა ნინო ვიბლიანმა.