მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე, დღეს ქედაში ტრენინგი გაიმართა

მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე, დღეს ქედაში ტრენინგი გაიმართა

მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე, დღეს ქედაში ტრენინგი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურია ავრცელებს.

ტრენინგს ა(ა)იპ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“-ს თავმჯდომარე ასლან ჭანიძე და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე უძღვებოდნენ.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში“ - განხორციელების მეთოდებზე, ეტაპებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს, დეტალური ინფორმაცია გააცნეს და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ინფორმაციისთვის, შეხვედრა პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.