მარნეულში, მოსახლეობის სტაბილური წყლის წოდებისთვის წყალმომარაგების კომპანია შეუფერხებლად მუშაობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარნეულში მკაცრი საკარნტინო რეჟიმის პირობებში, წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით სამუშაოებს შეუფერხებლად აგრძელებენ.
მათივე ცნობით, მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის, როვშან ბაბაქიშიევის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.
"ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რათა მარნეულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში, შეუფერხებლად მივაწოდოთ", - აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.