მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020
საქართველოს პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას, დაახლოებით, 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება დრო. როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე, აღნიშნა მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს.

მისივე თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.

„სამწუხაროდ, რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა. ამასთანავე, უკვე ყველა სოფელს მიეწოდება, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია, თუმცა კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით განსაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რაჭაში 28 ივლისს მომხდარმა სტიქიამ ხიდები და გზის სავალი ნაწილი დააზიანა, 12-მდე სოფელი კი გარემოს მოწყდა.