მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუსლიმი თემის მხარდასაჭერად ბუკნარში აჭარიდან ათეულობით ადამიანი ჩავიდა

 რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გურიაში დაწყებული დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე  სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან  ათეულობით ადამიანი ჩავიდა.

„ჩვენ ქართველები ვართ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, არ შეგვეფერება დაპირისპირება. იმდენი მტერი გვყავს, ჩვენ შიგნით თუ ვერ მოვაგვარეთ, მტერს რა უნდა ვუთხრათ. ველოდებით ხელისუფლებას, გუბერნატორი უნდა მოვიდეს, გავესაუბრებით. ბევრი სოფლებიდან გვირეკავს, წამოვალთ თუ საჭიროაო. ჩვენ ვაჩერებთ, რომ კიდევ უფრო გამწვავება არ მოხდეს“, – აცხადებს ფირუზ წულუკიძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

ამ დროისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან შეკრებილი. ადგილზე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

იხილეთ აგრეთვე:

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა