მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათევენ

აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, პროტესტის ნიშნად, ღამის განმავლობაში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დარჩებიან, დილით კი სოფელ გუმათში გადაინაცვლებენ.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება და ხელისუფლება იძულებული გახდება აქციის მონაწილეების მოთხოვნები შეასრულოს.

„თუ ხელისუფლებას არ ექნება ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას ყველა რეგიონსა და ყველა ქალაქში. ჩვენ, დავკეტავთ მათ შორის, ავტობანსაც“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტმა დედაქალაქში გადაინაცვლოს.

აქციის მონაწილეები 15 აპრილს, 08:00 საათზე, მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.

11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

👉 „ვგეგმავთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ“ - ნათია თურნავა

👉 საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს