მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: სამეგრელოში 2021 წლისთვის 40 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება

ეკონომიკის მინისტრი

„გაზიფიცირების სამუშაოები ყველა რეგიონში ძალიან ინტენსიურად მიდის, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, თუმცა, განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, სადაც 2012 წლადე გაზიფიცირების დონე ძალიან დაბალი იყო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2021 წლისთვის სამეგრელოში 92 დასახლებული პუნქტი და 40 000-ზე მეტი ოჯახი იქნება გაზიფიცირებული.

„მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომ არ ჩავთვალოთ უკვე განხორციელებული ათასობით სასოფლო-სამეურნეო პროექტი, ბოლო წლებში 20 ინდუსტრიული საწარმო დაფინანსდა, 28 მცირე და საოჯახო სასტუმრო, 914 მიკროგრანტი გაიცა. როგორც იცით, ამ დღეებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება მიკროგრანტების მიღებაზე და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ სამეგრელოა, საიდანაც 1800-მდე განაცხადი უკვე შემოვიდა მიკროგრანტების და მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთგან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი, ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში იქნება ჩართული.

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, ექსპლუატაციაშია შესული და გაზი მიეწოდება 312 000-ზე მეტ ოჯახს, 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.

2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90 000-მდე აბონენტი ჩაერთვება.