მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინოწმინდაში ავარიას 64 წლის კაცი ესმხვერპლა

არ გადაკვეთო

ნინოწმინდა-ფოკას საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოძრაობისას გადატრიალდა. შედეგად 64 წლის მძღოლი, სოფელ განჯის მკვიდრი გარდაიცვალა. მას, არსებული ინფორმაციით, გულის შეტევა დაემართა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანაში გარდაცვლილის 7 წლის შვილიშვილიც იმყოფებოდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.