მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინოწმინდელები მთიან ყარაბაღში გარდაცვლილ სამხედროს გლოვობენ

ყარაბაღში დაღუპული ჯავახეთელი

ნინოწმინდელები მთიან ყარაბაღში გარდაცვლილ სომეხ მეთაურს სიმონ ავაგიანს გლოვობენ. გარდაცვლილის დედა სოფელ სათხიდან არის, ამიტომ მას ბავშვობა ნინოწმინდაში აქვს გატარებული.

გარდაცვლილი ორი დღის წინ, 8 ოქტომბერს შირაკის მხარის სოფელ აშოცქიდანში დაკრძალეს.

„ჩემი ძმა ჯარში 22 წელი მსახურობდა. აქედან ნახევარი ჯარისკაცად გაატარა, ხოლო ნახევარი პოლიტიკურ სამხედრო საქმიანობას ეწეოდა. ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილემ შეგვატყობინა, რომ ჩემი ძმა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცი დაბომბვას ემსხვერპლნენ “, - ამბობს გარდაცვლილის ძმა აშოტ ავაგიანი.

მისი თქმით, ძმამ 1995 წელს ვაზგენ სარგისიანის სამხედრო უნივერსიტეტი დაასრულა, ამის შემდეგ კი სომხეთისა და ყარაბაღის 33-651 სამხედრო ნაწილში მეთაურად დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლებულ კონფლიქტს ამ დრომდე ჯავახეთში დაბადებული ხუთი ჯარისკაცი ემსხვერპლა.