მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნომინაციაში „ყველაზე სუფთა ქალაქი“ - ქუთაისმა გაიმარჯვა

ქუთაისი

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

მიმდინარე წელს, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება მეხუთედ აღინიშნა და ის 8 ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის პერიოდში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ორგანიზატორებისთვის ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოედგინათ.

ნომინაციაში ყველაზე „სუფთა ქალაქი 2020“ - ქუთაისმა გაიმარჯვა.

კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად.

2020 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

◼️„სუფთა რეგიონი 2020“ - კახეთის რეგიონი

◼️„სუფთა ქალაქი 2020“ - ქ. ქუთაისი

◼️„სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

◼️„სუფთა სოფელი 2020“ - სოფელი ზედა ეწერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

◼️„ლამაზი აივანი 2020“ - რუსუდან ხარგელია (ქ. ზუგდიდი)

◼️„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ - ს. ზაქარიაძის ქუჩა (ქ. თბილისი) და გამსახურდიას გამზირი (ქ. ზუგდიდი)

◼️„საწარმოს ლამაზი ეზო 2020“ - შპს „ღვინაშვილების მარანი“ (ქ. საგარეჯო)

◼️„ლამაზი ეზო 2020" - ლუიზა ფანცულაია (ხონის მუნიციპალიტეტი)