მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მთავარი ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მთავარი ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და მთავარი ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე - საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ახალგაზრდებთან საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისაუბრა ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგმა ელისო ბუშელაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციისა და არაფორმალური განათლების საკითხებში ნათია ოსეფაშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისში მე-11 არმია შეიჭრა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.