მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ 600 000 ტურისტი მიიღეს

აფხაზეთის სანაპირო

„აფხაზეთში ტურისტული სეზონი შედგა“, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ტურიზმის ე.წ. მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონს პირველი აგვისტოს შემდეგ 600 000-მდე ტურისტი ეწვია. ხიშბას განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ორჯერ აღემატება.

ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2020 წელს, კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების პირობებში, შიდა ტურიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თეიმურაზ ხიშბამ მაგალითად კურორტი „აუადჰარა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ წელს იქ ტურისტების რიცხვი 2-ჯერ მეტია.

მისი თქმით, მთელი 2019 წლის განმავლობაში კურორტს 735 ადამიანი სტუმრობდა, ხოლო 2020 წლის ივნისსა და ივლისში ადგილზე 1500 დამსვენებელი ჩავიდა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი პირველ აგვისტოს გიახსნა. გადაადგილებაზე შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების გამო 4 თვის განმავლობაში მოქმედებდა.

როგორც ტურიზმის ე.წ. მინისტრმა განაცხადა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზი რუსეთთან „საზღვრის“ გახსნა არ ყოფილა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 3 952 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 36 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

👉 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა სალომე ზურაბიშვილს აფხაზური ენის თემის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს