მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მეოთხე დღეა არ გამოვლენილა

ცხინვალის გზა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები 11 ივლისიდან დღემდე არ დადასტურებულა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 70 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან ყველას პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის მაისიდან ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე კორონავირუსზე კვლევა 3000-მდე პირს ჩაუტარდა. აქედან ინფიცირება ჯამში 87-ს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტებიდან 85 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.

ადგილობრივი გამოცემის თანახმად, რეგიონში უახლოეს დღეებში მაცხოვრებლების დიდი ჯგუფის დაბრუნებას ელოდებიან, რისთვისაც საკარანტინო სივრცეების მომზადება მიმდინარეობს.

ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფიცირების პირველი ფაქტი 6 მაისს დადასტურდა. რეგიონში კორონავირუსისგან გარდაცვლილი არავინაა.