მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა

შავი ზღვის სანაპირო

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ გახსნისთვის მზად არ იყო“,- ამის შესახებ ე.წ. სამინისტროს განცხადება Facebook-ის გვერდზე გამოქვეყდნა.

ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალხას კონჯარიას განცხადებით, „საზღვრების“ გახსნამდეც კი რეგიონში რთული ეპიდვითარება ფიქსირდებოდა და საავადმყოფოები ადგილობრივი პაციენტებით უკვე ივსება. მისი თქმით, ექიმებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაკადთან გამკლავება რთული იქნება.

„თუ ჩვენს მოსახლეობას ჩამოსულები დაემატებიან, უბრალოდ, დავიხრჩობით და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც ვინმე სხვას“,- აღნიშნა ალხას კონჯარიამ.

კონჯარიამ ხაზი გაუსვა, რომ „საზღვრის“ დაუყოვნებელი გახსნა ე.წ. უწყებისთვის მოულოდნელი იყო.

მანამდე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 1-ლი აგვისტოდან რუსებს ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო აფხაზებს რუსეთში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 37 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.