მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ცხინვალის მტკიცებით, ყველა კოვიდინფიცირებული განიკურნა

ცხინვალის გზა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მტკიცებით, ყველა პაციენტი, რომელიც კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული, განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის ანა გაგლოევას თქმით, სამედიცინო დაწესებულებებიდან 85-ზე პაციენტი უკვე გაწერეს. ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის 236 ადამიანს აკვირდებიან, აქედან კი სტაციონარში 159 პირი რჩება.

ცნობისთვის, ინფექციის პირველი სამი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 953-დე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 830 ადამიანი. გარდაცვლილია 15 პაციენტი. კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.