მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოზურგეთის სოფლებში - ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში წყლის სისტემების მშენებლობას 12 მილიონი მოხმარდება

წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტენდერი გამოაცხადა. 

წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტენდერი გამოაცხადა. 

 

წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველები, წინადადებების წარდგენას 22 - დან 27 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.

სამუშაოების ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.

გამარჯვებულმა კომპანიამ, პროექტი 24 თვეში უნდა დაასრულოს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდუალური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები ასევე, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, ჯამში 1 800 ადამიანზე მეტი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.