მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიის შემდეგ ხარაგაულში პირველი აქტივობა - კინოჩვენება გაიმართა

პანდემიის შემდეგ ხარაგაულში პირელი აქტივობა - კინოჩვენება გაიმართა პატარა მაყურებლებისთვის

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით კინოჩვენება გამართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE - ს ხარაგაულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა განუცხადა.

მაყურებელმა ფილმი „საოცრება“ ნახა, რომელმაც ყველაზე მეტად პატარები დააინტერესა.

„პანდემიის გამო, ყველა აქტივობა გაჩერდა ხარაგაულში და მას შემდეგ, რაც სიტუაცია დასტაბილურდა, დავიწყეთ მსგავსი ინიციატივების განხორციელება. პირველი ფილმი სპეციალურად ავარჩიეთ პატარა მაყურებლისთვის, რომლებიც ყვლაზე აქტიურები არიან და ყველაზე მეტად სჭირდებათ სულიერი საზრდო. მინდა, სხვადასხვა თემატიკის ფილმები ვაჩვენოთ, განსხვავებული გემოვნებისა და ასაკის მაყურებლებისთვის" - ამბობს პროექტის მენეჯერი, ირინე ჩხეიძე.