მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აქცია პანკისში

პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები სოფელ ბირკიანში მცხოვრები 32 წლის კაცის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სახელმწიფო ამერიკელ მოქალაქესთან მომხდარი ინციდენტის გამო ედავება. კერძოდ საქმე ეხება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას.

აქციის მონაწილეები დაზარალებულ უცხოელს ბოდიშს უხდიან. აცხადებენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და რეაბილიტაციის კურსს სოფელ დუისში, შშმ პირების სპეციალურ ცენტრში გადიოდა.

დაკავებულს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბაწარას ხეობაში მომხდარ ინციდენტს, რომელიც იმ დროს მოხდა, როცა უცხოელი ტურისტული მარშრუტით გადაადგილდებოდა.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.