მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში დაპირისპირებულ გვარების შერიგება ვერ შედგა

დაპირისპირებული გვარების მოლაპარაკება

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დაპირისპირებულ გვარებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

მუთოშვილების გვარი ქავთარაშვილებთან შერიგებაზე უარს ამბობს.

შუმავალებს შორის, რომლებიც 2019 წელს, სოფელ საკობიანოსთან, შეირაღებული დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის ოჯახში, დილიდან იმყოფებოდნენ, უხუცესებიც არიან.

მოლაპარაკებაზე მისულმა რამდენიმე პანკისელმა მუთოშვილებს, შერიგების თხოვნით, დაუჩოქა კიდეც, მაგრამ მაინც უარი მიიღეს.

მოლაპარაკებები შესარიგებლად სავარაუდოდ, ახლო მომავალში კვლავ განახლდება.

შეიარაღებული შეტაკება, სოფელ საკობიანოსთან ქავთრაშვილებსა და მუთოშვილებს შორის, 2019 წლის ნოემბერში მოხდა.

გარდაიცვალა 37 წლის ვისო მუთოშვილი და დაიჭრა ერთი პირი. საქმეზე 2 დაკავებულის სასამრთლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.