მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისში სროლა იყო

პანკისში სროლა მოხდა

პანკისის ხეობის, სოფელ დუისში 2019 წელს მომხდარი მკვლელობის დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს.

ცეცხლი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გახსნეს.

ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა, ყველა მათგანი უვნებელი გადარჩა. ქავთარაშვილების სახლში გვიან ღამემდე პოლიცია მუშაობდა.

ცნობისთვის, მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პირია, რა დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. ქავთარაშვილი მაშინ ფეხში დაიჭრა. საქმეზე ორი პირია დაკავებული. უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას, ამას გამოძიება დაადგენს.