მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზვავი კვლავ ჩამოწვა

ზვავი ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გამწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია.

მიზეზი გზის 36-ე კილომეტრზე ზვავის ჩამოწოლა გახდა. ეს ის ადგილია, სადაც 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა და ერთი მუშა დაიღუპა.

ჩახერგილია საავტომობილო მაგისტრალი. ადგილზე ვითარების შესასწავლად ზედამხედველი კომპანია გაემგზავდა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ახმეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყებამდე, რისკების შეფასებისთვის გეოლოგების ნებართვაა საჭირო. გაწმენდითი სამუშაოები კი სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.

დიდთოვლობის გამო, თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი.