რეგიონი

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრის
დავალებით, კონსტანტინე
ანანიაშვილმა, უამინდობის
გამო, რეგიონების
სახელმწიფო
რწმუნებულებთან სამუშაო
შეხვედრა გამართა
1613570449
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით,  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში, უხვი ნალექის გამო. აღინიშნა, რომ გზებზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.

ინტენსიური თოვის გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდა საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილება. ხაზი გაესვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რჩება გარკვეული შეზღუდვა ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის შემდეგ მონაკვეთებზე - მლეთა-გუდაური-კობი, სტეფანწმინდა-ლარსი, ასევე გომბორის და თელავის მიმართულებით აკრძალულია ისეთი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომლებსაც არ აქვთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი, ასევე შეზღუდვაა ზუგდიდი-ჯვარი- მესტიის მიმართულებით.

კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რომ მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონდეთ შესაბამის უწყებებთან, რათა უხვი თოვლის გამო შექმნილი შეფერხებები მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად აღმოიფხვრას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე, საავატომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი თოფურია.

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1614578760

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614575405

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614574942

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

1614544344
გათიშული დენი

თბილისის უბნები, სადაც პირველ მარტს ელექტროენ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას: ხელისუფლე...

„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა სა...

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.