მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ვითარებაა გაგრაში - დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

გაგრა 8 იანვარს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მეხანძრეებმა რეგიონში არსებული ხანძრების ლოკალიზაცია შეძლეს.

ამავე ცნობით, გაგრის რაიონში 8 იანვრის დილას ხანძრის გავრცელება ფრაგმენტული იყო ქალაქის მაღალმთიან ნაწილში, ხოლო სანაპირო ზოლში ცალკეული კერები რჩება.

როგორც ე.წ. სამაშველო სამსახურში აღნიშნეს, ხანძრის შედეგად, გაგრის რეგიონში დაახლოებით ექვსი ჰექტარ ფართობზე გამხმარი ხეები და ტყის ქვედა საფარი დაიწვა.

მათივე ინფორმაციით, 7 იანვარს ადგილობრივი ხანძრები ჩააქრეს გუდაუთის მხარესა და გალის რაიონში.

👉 ინფორმაციისთვის, 7 იანვრის საღამოს, გაგრაში ცეცხლი დასახლებულ რაიონებს 150 მ-ის მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც დე-ფაქტო ხელისუფლებამ ევაკუაციისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

👉 აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალში 5 იანვარს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რაც არასწორი აღმოჩნდა.

👉 6 იანვარს ცეცხლი უკვე გაგრაში გაჩნდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძლიერი ხანძარია

👉 გაგრაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

👉 გალის რაიონში ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა