რეგიონი

რაჭაში 7 სოფელთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

გზის აღდგენა
16:18 01.08
დაკოპირებულია

რაჭის სტიქიის ზონაში საავტომობილო მოძრაობა უკვე 7 სოფელთან აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამანქანო გზის გარეშე 5 სოფელი რჩება და სოფლების ნაწილთან კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხდება. 2 სოფელთან, ჯინჭვისთან და გონასთან მიმოსვლის აღდგენა საავტომობილო ხიდთან დროებითი გადასასვლელის მეშვეობით მოხერხდა.

სტიქია რაჭაში

ონში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, იმისათვის, რომ საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი გახდეს. ჩამოშლილი მონაკვეთების სიგრძე დაახლოებით 2 კმ-ია.

უკვე აღდგენილია 11 სოფლის ელექტრომომარაგება და გრძელდება დაზიანებულ უბნებზე მუშაობა. ელექტრო გადამცემი სისტემების საბოლოო გამართვამდე, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები რამდენიმე სოფლისთვის ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით მიწოდებაზე მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით გრძელდება როგორც გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ონში გადმოსვლის მსურველთა გამოყვანა, ისე დარჩენილი მოსახლრობისათვის სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მიწოდება.

დღეს შესრულებული 9 რეისით სოფლებიდან ონში 80-მდე ადამიანია გადმოყვანილი.

რაჭაში მომხდარმა სტიქიამ 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მათ ნაწილთან კომუნიკაცია უკვე აღდგენილია. ჯამში სტიქიის ზონიდან 300-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი. ადგილზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე თბილისის ნარჩენების სტრატეგიაზე მომუშავე კონსორციუმის ხელმძღვანე...
23:17 07.08
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფ...
22:29 07.08
„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა...
22:05 07.08
საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-...
21:24 07.08
დევნილებმა სახელმწფიოსგან ბინები მიიღეს 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან ბინები გადაეც...
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, 251 დევნილ ოჯახს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი გადა...
„ზომიერება გვჭირდება და არა რადიკალიზმი“...
„ძალიან გვჭირდება ორპოლუსიანობის დაძლევა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბ...
10 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უნალ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხე...
ივანე მაჭავარიანი: საქართველო გერმანიის...
„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები...