სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, ჭიორას გლოლას და ღების ყველა მოსახლეს ფქვილის ტომრები გადაეცეა. პროცესში ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მონაწილეობდა. არსებული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE -ს საქართველოს პარლამენტის საზოგადოაბასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
„ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას სტიქიის ზონაში და წარმატებით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რათა მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს''- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
ცნობისთვის, სტიქია რაჭაში 28 ივლისს მოხდა, რაც მდინარე რიონის ადიდებამ გამოიწვია. სტიქიის შედეგადაც დაზიანდა ხიდები, გზის სავალი ნაწილი და გარემოს მოწყდა 12-მდე სოფელი.