მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭის სტიქიის ზონიდან 100-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი

ვერტმფრენი სტიქიის ზონაში

რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას 100-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი. მათ შორის 21 არასრულწლოვანია.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთელი დღის განმავლობაში, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა სულ 7 გაფრენა განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებული არავინაა და მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქია რაჭაში

ამ დროისთვის ონში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია მობილიზებული, ხოლო ხვალ დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ვერტმფრენები სტიქიის ზონაში მუშაობას განაახლებენ და მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებს მიაწვდიან.

რაჭაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. ისინი ადგილზე სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, სპეციალური აღჭურვილობით. ასევე, მობილიზებულია დრონები და ყველა საჭირო ტექნიკა.

რაჭაში ძლიერი წვიმა 28 ივლისს დაიწყო. შედეგად 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები. წაღებულია 10 ხიდი.

წყალმომარაგების სისტემის დაზიანების გამო 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდებოდა. მოგვიანებით წყალმომარაგების დირექტორმა განაცხადა, რომ რაჭაში წყლის მიწოდება აღდგა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

სტიქიის ზონაში დარჩენილი ტურისტები ვერტმფრენით გამოიყვანეს.

ფოტოები სტიქიის ზონიდან

racha-sopheli-glola_o_h.jpeg

მაშველებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა ვერტფრენებით გადმოჰყავთ.

rachashi_o_h.jpeg

სტიქია რაჭაში

stikia-rachashi_o_h.jpeg

სტიქია რაჭაში

racha_o_h.jpeg

სტიქია რაჭაში

racha_o_h.jpeg

სტიქია რაჭაში