მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდიდან განახლდება ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები

ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო.

სამუშაოები ხუთ მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო, შეჩერდა. ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. შესაბამისი ტექნიკა კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.