მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყაზბეგის ტერიტორიაზე გაჩერებული მგზავრები სასტუმროში განათავსეს

ყაზბეგი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაჩერებული მგზავრები ყაზბეგის მერიამ საკვები პროდუქტებით მოამარაგა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

საკვებით უზრუნველყოფასთან ერთად ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეები სასტუმროში განათავსეს.

ყაზბეგის მერთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად საკვები პროდუქტის გაცემისა და მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში აქტიურად არიან ჩართული - მერის მოადგილეები თამაზ ალიბეგაშვილი, დავით ქირკაშვილი, კობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი გივი ჩქარეული და მერიის სხვა თანამშრომლები.

დღეს, ყაზბეგის მერიისგან საკვები პროდუქტები გადაეცა 100 მგზავრს, ხოლო სასტუმროში გადაყვანილია 14 ადამიანი.

ალექსანდრე ზაგაშვილი, შეფერხებებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ადგილზე ეცნობა არსებულ სიტუაციასა და დამატებით საჭიროებებს.

როგორც მოგეხსენებათ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)- კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო 11 იანვრიდან აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.