რეგიონი

რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება

ხელშეკრულებაზე ხელმოწერა
18:47 28.05
დაკოპირებულია

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ააშენებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს.

ეს იქნება ცენტრი, რომელიც ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. ცენტრი ფუნქციონირებას 6 თვეში შეძლებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“, რუხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორის ნუკრი მილორავას ინფორმაციით, ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს მოემსახურებიან და სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. ჯამში, ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება.

ბენეფიციარების შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განხორციელდება და მისი სერვისებით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ.

tavshesaphris-maketi_o_h.jpeg

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 662 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 27 3...
16:41
სამშენებლო სექტორში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ს...
16:40
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა. ამის შესახებ Fran...
16:28
გართობის დეგუსტაცია „აჭარაბეთზე“ გართობის დეგუსტაცია დაიწყო
„ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔᲗᲘ“ საკუთარ მომხმარებელს გართობის დეგუსტაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔ...
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების ს...
2020 წლის 1-ლი ივლისიდან თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრ...
საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმ...
2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რა...
პრემიერი: საქართველოს მიღწევები ვირუსის...
„მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვ...