მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთავში მე-7 სართულიდან გადავარდნილი ბავშვი გარდაიცვალა

ბავშვი პაციენტი

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსისი მე-7 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შემთხვევა 19 ნოემბერს მოხდა. მცირეწლოვანი მეშვიდე სართულიდან გადავარდა. 3 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.