რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი მე-6 სართულზე ელექტროსადენს გაუჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.