მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეჯოს სოფლებში - ყანდაურასა და ბადიაურში წყლის სისტემის მოწყობას 14 მილიონი მოხმარდება

საგარეჯოს სოფლებში - ყანდაურასა და ბადიაურში წყლის სისტემის მოწყობას 14 მილიონი მოხმარდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ყანდაურასა და ბადიაურის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად მსურველებს წინადადებების წარდგენა 9 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.

„დღეის მდგომარეობით, სოფელ ყანდაურასა და ბადიაურში არ არსებობს ცენტრალიზებული წყალმომარაგებს სისტემა. სოფელ ყანდაურაში, მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და კერძო ჭაბურღილებიდან იღებს.

ორი სოფლის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა სატუმბო სადგური, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი და გამრიცხველიანდება მოსახლეობა“.- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები 32 თვეში უნდა დაასრულოს. შედეგად, ორი სოფლის 2 600 მაცხოვრებელს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.