მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საღანძილეში ბაღი აშენდება

საღანძილეში ბაღი აშენდება

საღანძილის თემის მოსახლეობამ ხარაგაულის მერიას რამდენჯერმე მიმართა წერილობითი თხოვნით სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში საბავშვო ბაღის საჭიროების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მშობლების ხელმოწერით შემოსულ განცხადებებში დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მზარდი კონტიგენტის გამო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მართლაც აუცილებელი იყო, რომლითაც 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებდა.

როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის განათლება პრიორიტეტს წარმოადგენს, გადაწყდა სოფელ საღანძილის ცენტრში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღის მშენებლობა.

პროექტი მალე დასრულდება და 50 აღსაზრდელზე გათვლილ საღანძილის საბავშვო ბაღში ბავშვები სრულფასოვან სკოლამდელ განათლებას მიიღებენ!

დღეს სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგა კიკნაძე ადგილზე გაეცნენ“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.