მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მოძრაობა აკრზალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ132-კმ141 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ გზებზე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.