საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ეწვია.
პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა.
დღესვე პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ავრცელებენ.
✔️არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ, ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა.
პოლიციამ რუსთავში 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.
პოლიციამ სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც ადვოკატები ბარლდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.