რეგიონი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურმა ქალაქ ბათუმში
ოფისი გახსნა
1620628826
დაკოპირებულია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

ახალი ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. ღონისძიებას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გვარაკიძეც ესწრებოდა.

უწყების ცნობით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დამატებითი ოფისის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დროულ რეაგირებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ ჩატარებას და თანამშრომელთა რესურსის უფრო ეფექტიანად გადანაწილებას.

ამასთან, აღნიშნული ოფისი ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივებს სამსახურთან კომუნიკაციას და პროცესის მონაწილეებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში ტრანსპორტირება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ოფისში, რომელიც ქ. ბათუმში, გიორგი მაზნიაშვილის ქ. №54-ში იფუნქციონირებს, გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვების უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად, მოწყობილია ბავშვზე მორგებული გარემო.

ოფისის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ცალკე სივრცეებია გამოყოფილი მოწმეთა გამოკითხვისა და პირის ამოცნობის ჩასატარებლად.

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს ირაკლი კბილაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან გამომძიებლის, ხოლო შემდგომ საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. სამმართველოში ოთხი გამომძიებლის შტატია გათვალისწინებული.

დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, მხოლოდ ორი ქალაქიდან - თბილისიდან და ქუთაისიდან - აწარმოებდა გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით. საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო 5 გამომძიებლის რესურსით 8 რეგიონს ფარავდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეთა თითქმის ნახევარი სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებს ეხებოდა, დასავლეთის სამმართველოს გამომძიებლებს მუდმივად უწევდათ აღნიშნულ რეგიონში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით ტრანსპორტირება. ცხადია ამ გამოწვევამ, დღის წესრიგში დამატებითი ოფისის საჭიროება დააყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, როგორც ახლად ამოქმედებული ინსტიტუტისთვის, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების სიმწირე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას რეგიონული დაფარვის გაფართოებისა და უწყების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.