მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკობიანოში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ოჯახში ამ წუთებში ხალხმრავლობაა

საკობიანში მოკლულისა და მკვლელის ოჯახების შერიგებას ცდილობენ

მუსლიმების რელიგიური დღესასწაულის, რამადანის დასრულების შემდეგ, ხეობაში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მოკლულისა და ბრალდებული ქავთარაშვილების ოჯახები ერთმანეთს შეარიგონ.

რამდენად დათანხმდებიან მუთოშვილები შეთავაზებულ წინადადებას, მოგვიანებით გაირკვევა. მანამდე კი როგორც ადგილობრივებმა PIA.GE-ს უთხრეს, მთავარი მიზანი სიახლისღვრის თავიდან აცილება და დამნაშავეების დასჯაა.

შერიგების ბოლო ასეთი მცდელობა რამდენიმე თვის წინ იყო, როცა ხეობაში სპეციალური მოწვევით, ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ. თუმცა, მაშინ მუთოშვილების მხარე შერიგების შეთავაზებას არ დათანხმდა.

ვისო მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოსთან დაესხნენ და პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს. დაიჭრა სამი ადამიანი. ფაქტთან დაკავშირებით, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს. თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირების შემდეგ, მუთოშვილებმა ტრადიციული წესის თანახმად, სისხლის აღების გადაწყვიტილება გააჟღერეს, თუმცა, მრავალმხრივი ჩარევის შემდეგ, მათ გადაწყვეტილება დააკორექტირეს და განაცხადეს, რომ წესი უშუალოდ მკვლელობაში ბრდებულებზე გავრცელდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი უკვე დღეს და მოხდება თუ არა გვარების შერიგება, რომლებიც ერთმანეთს ჰესების გამო დაუპირისპირდნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.