მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში კორონავირუსისგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის ინფექცია, 2020

რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკაში Covid 19-ით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრეთლდა და ის კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. პაციენტი ტრაილერის კლასტერის წევრია. ამავე კლასტერის სხვა წევრები უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ.

სულ სამეგრელოში 21 ადამიანი იყო ინფიცირებული, რომელთაგან 3 თბილისსა და ბათუმში გადიოდა მკურნალობას, დანარჩენი 18 კი ზუგდიდის ინფექციურ და რუხის კლინიკებში. რეგიონში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 მარტს დადასტურდა.