მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედროებმა ფოთში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყეს

სამხედროები ბლოკ-პოსტზე

სამხედროებმა ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოაწყეს, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, შვიდ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აკონტროლებენ.