რეგიონი

სამცხე-ჯავახეთში ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმა გააცნეს

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში
16:09 პარ. 22 მაისი
დაკოპირებულია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივ ფერმერებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ წარუდგინეს.

„შეხვედრას, რომელიც ახალციხეში გაიმართა, ესწრებოდნენ, როგორც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე ფერმერები და სოფლის მოსახლეობა. საუბარი იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანტიკრიზისულ გეგმაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ ჩვენს ფერმერებს, რაც, ვფიქრობ, მათ შესაძლებლობას მისცემს, შემოდგომაზე უფრო მეტი მიწა დაამუშაონ. სახელმწიფო შეღავათები არის სამელიორაციო მომსახურებაზე, ასევე მოსავლის აღების სამუშაოებზე. ფერმერები მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ აგროდიზელზეც. მიწის მესაკუთრეებისთვის ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდია მნიშვნელოვანი დამატებითი მოტივაციაა მათთვის”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებსა და აგრობიზნესით დაკავებულ პირებს გავაცნოთ ანტიკრიზისული გეგმა, რაც მოიცავს როგორც პირდაპირ, ასევე სექტორულ მხარდაჭერას.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იკრძალება

8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გად...

აღნიშნული აკრძალვა ეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, ფოთს, გორსა...
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიები, რომლებიც დახმარებას მიიღებენ, ზუსტად განსაზღვრ...
27 წუთის წინ
მისი თქმით, შეზღუდვების 10 დღიანი შემსუბუქების პერიოდში ძირითადი შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება, რადგ...
27 წუთის წინ
გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებ...
27 წუთის წინ
რაც შეეხება აქციებსა და თავყრილობებს, პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს აზრის გამოხატ...
28 წუთის წინ
112-ის შენობა

112 ხორავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირ...

„მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „...
28 წუთის წინ
გიორგი ჩალაძე: ახლა ტიკარაძის მოხსნა იქნ...
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სპეციალურად შეიქმნა....
გახარია: ქვეყანაში რთული სიტუაციაა 
„ჩვენ, ისევე როგორც აგვისტომდე, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთა...
3-15 იანვრის პერიოდში უქმე დღეები წესდებ...
„3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში წესდება უქმე/დასვენების დღეები“, - აღნიშნულია გ...