მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში ცხელების ცენტრები გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცხელების ოთხი ცენტრი გაიხსნა. საეჭვო პაციენტებს ახალციხის, ახალქალაქისა და ადიგენის ევექსის რეფერალური საავადმყოფოები და ბორჯომის "ჯეოსპიტალსი" მიიღებს.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მარტის დადგენილების საფუძველზე მიიღო.

როგორც ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკის მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, ცენტრი პაციენტს ნებისმიერი სახის ცხელებით იღებს, რომელსაც უტარდება კვლევები და საჭიროების შემთხვევაში ხდება ანალიზების აღება.

„ცხელების ცენტრი გულისხმობს იმას, რომ ვიღებთ ნებისმიერ საეჭვო პაციენტს, რომელსაც აქვს COVID-19-ის სიმპტომები - ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, მოგზაურობის ისტორია. პაციენტი თავსდება ბოქსირებულ პალატაში. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვუკეთებთ კორონავირუსზე ტესტს“, - განაცხადა კლინიკურმა მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შესულ რამდენიმე პაციენტს უკვე ჩაუტარდა კორონვირუსზე ანალიზი. ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო.