მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე თიანეთის კლინიკებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის საავადმყოფოში ვიზიტი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსთან მაკა ხამხაძესთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

შალვა კერესელიძე პირადად იმყოფებოდა ქალაქ მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრსა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაბა თიანეთის კლინიკაში. მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

ექიმები პაციენტებს მომსახურებას როგორც ადგილზე, ისე სატელეფონო კონსულტაციების საშუალებით უწევენ. სამედიცინო პროცედურები უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით ხორციელდება. მედპერსონალი მაქსიმალურად მობილიზებულია და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ რეგულაციებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.

„სამედიცინო დაწესებულებები მცხეთა-მთიანეთში სრული დატვირთვით და უსაფრთხოების ყველა შესაბამისი ნორმის დაცვით მუშაობენ. მედპერსონალი, მოქალაქეთა მომსახურების პროცესში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის, სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ვუსურვო“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.